ნახევრად გამოცხადებული ბოიკოტი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც სჭირდებოდა ხაბეიშვილს თუ ვიღაცას, რომელიც ახლა მოვიდა ამ დესტრუქციულ ბანაკში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა ნებისმიერი მიზეზი, რომ პარლამენტიდან არ გავიდეს.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია და ეს ბანაკი აანონსებს ბოიკოტს. მოგეხსენებათ, მათი წინა რეკორდი 8 თვე იყო. ნიკა მელიამ ისიც კი თქვა, რომ პუფი იქნება, ვინც პარლამენტში შევაო, თუმცა, შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში. ხაბეიშვილმა უფრო ცოტა ხანი გაძლო, ვიდრე მელიამ.
არჩეული პოლიტიკური პარტია, პარლამენტიდან როდესაც გადის, ეს არის შეცდომა. ის ადამიანებიც კი იმედგაცრუებულები არიან, როდესაც ხედავენ, როგორ ატყუებს თავისი რჩეული, ოპოზიციური პარტია.
არ იქნებოდა ეს კანონი, იქნებოდა სხვა მიზეზი. მათ სჭირდებოდათ ნებისმიერი მიზეზი, რომ არ გავიდნენ პარლამენტიდან. ნახევრად გამოცხადებული ბოიკოტი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც სჭირდებოდა ხაბეიშვილს თუ ვიღაცას, რომელიც ახლა მოვიდა ამ დესტრუქციულ ბანაკში“, – განაცხადა თალაკვაძემ.