პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენები მოწოდებული არიან განახორციელონ ის ამოცანა, რომელიც დაისახეს დიდი ხნის წინ – განავითარონ რევოლუციური პროცესი.
„კანონის სახით შემოპარვა რასაკვირველია, ეს მხოლოდ ეპიზოდია, რომელიც შეიძლება შევაფასოთ დღევანდელი კომენტარით. ნებისმიერი რესურსი – ეს კანონის ინტერპრეტაციით იქნება, თუ უფლებებით, რომ გამართონ აქცია-პერფორმანსი, ან სხვა რამ, რასაკვირველია აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა იქნეს განხილული. ადამიანები არიან მოწოდებული განახორციელონ, შეასრულონ ის ამოცანა, რომელიც დაისახეს დიდი ხნის წინ – განავითარონ რევოლუციური პროცესი. ამის საშუალება არ ეძლევათ და ნებისმიერ შემთხვევაში კანონი იქნება ეს, რეგლამენტი, თუ ნებისმიერი სხვა საშუალება, გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ შეარყიონ სიტუაცია“, – აცხადებს ვოლსკი.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტის შეწყვეტაზე ფიქრობენ. კონსულტაციები უკვე დაიწყო. წინასწარი კომენტარებით ირკვევა, რომ ისინი ხვალინდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.