13 წლის ილია ფილფანს სვანეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე უკვე 10 დღეა ეძებენ

სვანეთში დაკარგული მოზარდის ძებნა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. უკვე 10 დღეა, 13 წლის ბიჭის კვალს მაშველებმა ვერ მიაგნეს.

ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.

სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი მონაწილეობს. სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

 

“კურიერი”