აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის უყრაინის ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვება კონფლიქტში გარდატეხას არ გამოიწვევს.
ოსტინის შეფასებით, ქალაქს უფრო სიმბოლური ღირებულება აქვს რუსეთისთვის, ვიდრე პრაქტიკული.
“ვფიქრობ, მას უფრო სიმბოლური ღირებულება აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული. ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსები შეცვლიან ბრძოლის დინების მიმართულებას”, – განაცხადა ოსტინმა.