კრემლი – ვლადიმირ პუტინმა და ებრაჰიმ რაისმა ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები, განიხილა, – ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია აღნიშნული.

„ირანულმა და რუსულმა მხარეებმა დადებითად შეაფასეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების განვითარების დონე და დინამიკა“, – აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, „მათ შორის ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.