ბელარუსის სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებით,სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტიხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა სახელმწიფო ღალატისა და „ძალაუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულების“ ბრალდებით.

ამასთან, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პაველ ლატუშკოსაც, რომელიც ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი და დიპლომატია.