“ვინც გადაწყვეტს, გამოეთიშოს ერთიანობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ეს მათთვისაა დანაკარგი და შესაბამისად, უნდა დაფიქრდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია.”
ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების შესაფსებისას.
სალომე სამადაშვილის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, გიორგი ვაშაძის პარტიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ მოთამაშედ ერთიანობაში, რომელიც შეიქმნება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ერთიანობაში შემოვა ბევრი ახალი საინტერესო მოთამაშე, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ადამიანები. ვფიქრობ, მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ ერთიან ფორმატში მონაწილეობა არ მიიღოს. რატომ გადაწყვიტა გასვლა, უკეთესია ჰკითხოთ თვითონ ვაშაძეს. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც თანამდებობების გადანაწილებას, არც სიაში ადგილებს. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი საკითხია. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ბატონმა ვაშაძემ საქმიანობა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ვანო ჩხარტიშვილია მისი აქტიური დამფინანსებელი და ხელშემწყობი. ასე რომ, მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ: „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშა” დატოვეს და ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.
“აიპრესი”