აგენტების ამერიკულ კანონს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და პირველი მოსმენით დაამტკიცებს

აგენტების ამერიკულ კანონს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და პირველი მოსმენით დაამტკიცებს.

კანონპროექტების პლენარული სესიის დღის წესრიგში შეტანის საკითხს პარლამენტის ბიურო დღეს 10:00 საათზე განიხილავს. სესიაზე პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ის დასკვნისათვის ვენეციის კომისიას გაეგზავნება და საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებულია კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდება სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია.