“ნეტავ რა გაქვთ ევროპული? თურქ-სელჩუკთა გარეგნობა და ორღობის მენტალიტეტი? ოროსანს და გოიმს გინდ ევროსაბჭოს ვარსკვლავები დაადე, გინდ კრემლის…” – იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში გზავნილსს აქვეყნებს და წერს, რომ მას საქართველოს ნეიტრალიტეტი სურს:

“ოროსნებისთვის გეოგრაფიაში, გეოგრაფიულად, რუსეთიც ევროპაა.

ოროსანს და გოიმს გინდ ევროსაბჭოს ვარსკვლავები დაადე, გინდ კრემლის, გინდ ამერიკის და გინდ ჩინეთის.

ნეტავ რა გაქვთ ევროპული? თურქ-სელჩუკთა გარეგნობა და ორღობის მენტალიტეტი?

გოიმი გოიმია და გამყიდველი გამყიდველია.

მე პირადად დაბადებიდან ევროპელი ვარ და რაც შეგნებული თავი მახსოვს, ნეიტრალიტეტი მსურს საქართველოსთვის.

მონა კი შინაგანად სულ მონა დარჩება, პატრონს იცვლით უბრალოდ.

ღირსება და თავმოყვარეობა სად გაქვთ? სულ ვიღაცის ხელიდან როგორ უნდა ჭამოთ.

ყველაზე მეტად ჩვენ ვჭირდებით მათ, სტრატეგიული ‘ობიექტი’ ვართ და აქეთ გვეხვეწონ, რა.

პს ცალკე სტატუსის დაწერა მეზარება- შაქარი

ამოვიღე კვების რაციონიდან, ისევ და ძალიან ფხიზლად ვარ. შაქარი მღლის და მთენთავს” – წერს შაფათავა.