მოკლე კაბები და ქორწინებამდე თანაცხოვრება: ქალთა 7 ქმედება, რომლისაც სსრკ-ში რცხვენოდათ

საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა “სათანადო” ქალის გარკვეული სტანდარტი, რომელიც ფრიად განსხვავდებოდა ამჟამინდელი „ფასეულობებისგან“. ბევრი რამ, რისიც ადრე რცხვენოდათ, ახლა „ნორმალური“ გახდა. შესაბამისი მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს ქალი,  რადიო-ტელევიზიითაც გადაიცემოდა, თუმცა ყველაზე მეტ აქტიურობას, სადარბაზოს შესასვლელებთან სკამებზე მჯდომი „ყოვლისმცოდნე ბებიები“ იჩენდნენ.

ბილწსიტყვაობა

სსრკ-ში უცენზურო ლექსიკა კრიმინალებისა და სოციალურად დეგრადირებული ადამიანების ჩვევად ითვლებოდა.  ლექსიკაში უცენზურო სიტყვების გამოყენება პატივსაცემი მოქალაქეებისთვის და, განსაკუთრებით, ქალებისთვის, აღუზრდელობის ზღვრად ითვლებოდა. სიტყვა “დურაკი” (სულელი) უდიდესი დასაშვები უხეშობა იყო. ძლიერი სიტყვებით პასუხის გაცემა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ ერმანეთს შორის, და გინების ჩასანაცვლებლად მოგონებული იქნა ევფემიზმები. ალბათ მათგან ყველაზე პოპულარული იყო სიტყვა “ბლინ”, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება.

 

ვულგარული  გარეგნობა

რა თქმა უნდა, თუ ქალი სასიამოვნოდ იცვამდა, ეს მოწონებას იმსახურებდა. თუმცა ითვლებოდა, რომ საბჭოთა ქალს უნდა ეფიქრა არა გარეგნობაზე, არამედ ოჯახსა და სამუშაოზე. ამავე დროს, ის უნდა ყოფილიყო მოკრძალებული, არა გამომწვევი. ღრმა დეკოლტე, მინი-ქვედაკაბები, კაშკაშა მაკიაჟი, საიუველირო სამკაულები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აღიქმებოდა, როგორც აღვირახსნილობის მაჩვენებელი. ყველაფერი მოდურის მოყვარულებს, განსაკუთრებით დასავლურის, კინოვარსკვლავთა მიმბაძველებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს უწოდებდნენ.

 

პირველი შვილის გაჩენა 30 წლის შემდეგ

გოგონები უფრო ადრე თხოვდებოდნენ, ვიდრე ჩვენს დროში – დაახლოებით 20 წლის ასაკში. არ შეიძლებოდა ბავშვების თემის გადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ქალი აღიქმებოდა, როგორც „ასაკში შესული მშობელი“. გოგონებს, რომლებიც არ ჩქარობდნენ გამხდარიყვნენ დედები, ეჭვს იწვევდნენ და მათ ჯანმრთელობის ყველა სახის პრობლემას მიაწერდნენ.

 

დაუდევარი დიასახლისი

საბჭოთა ქალი უნდა ყოფილიყო მეოჯახე, თუმცა ამავე დროს, არა ქმრის ხელში შემყურე. დედები თავიანთ ქალიშვილებს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ სადილის კეთებას, სახლის დალაგებას, რეცხვასა და უთოობას, სკოლაში კი ყველა გოგონა აუცილებლად დადიოდა საშინაო მეურნეობის გაკვეთილზე. ლამაზი ტანსაცმლის დეფიციტმა აიძულა ქალები, საკუთარი თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის შეეკერათ კოსტიუმები. ქალი მაქსიმალურად იყო დატვირთული საოჯახო საქმეებით და მას ყველაფრის გაკეთება სამუშაოს შემდეგ და დასვენების დღეებში უნდა მოესწრო.

 

ინტიმური ურთიერთობები ქორწინებამდე

ინტიმური სიახლოვე ქორწინებამდე არათუ მოსაწონი იყო საბჭოთა კავშირში, არამედ, საზოგადოება გმობდა მას. დასაშვები იყო პარკში სიარულის დროს მხოლოდ ხელის მოკიდება, ან დისტანციის სავალდებულო დაცვით ცეკვა. საჯაროდ კოცნის მოყვარულები აღშფოთებას იწვევდნენ ირგვლივ   მიმავალ ადამიანებში. გარდა ამისა, უფროსკლასელების ორსულობა სკანდალში გადაიზრდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ქალიშვილს, რომელიც ქორწინებამდე ინტიმურ ურთიერთობაში შევიდოდა, იძულებულს ხდიდნენ, დაეტოვებინა პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი.

 

თანაცხოვრება

არაოფიციალური ურთიერთობები სამარცხვინო იყო საბჭოთა სისტემისთვის. მათ, ვინც ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, ერთად არ ათავსებდნენ სასტუმრო ნომერში,  და სიტყვა «თანაცხოვრების მონაწილე» “მეძავის”ტოლფასი იყო. თუმცა, სსრკ-ში პირადი ცხოვრების დამალვა ძნელი იყო. პარტიულ შეხვედრებზე თანაცხოვრებაში შემჩნეულ  ქალებს საჯაროდ არცხვენდნენ და პარტიიდან რიცხავდნენ, რაც მათ მომავალ კარიერას ჯვარს ასვამდა.

 

ოფიციალური განქორწინება

საბჭოთა კავშირში განქორწინებებს შედარებით იშვიათად ჰქონდა ადგილი. ეს არა იმიტომ, რომ ოჯახებში ყველაფერი დალაგებული იყო, არამედ იმიტომ, რომ განქირწინებულის სტატუსი სამარცხვინოდ ითვლებოდა – ქალისთვის, თორემ მამაკაცები ამ მხრივ ნაკლებად ზარალდებოდნენ.

საბჭოთა კავშირში უდავოდ გამონაკლისებიც არსებობდა, განსაკუთრებით „შემოქმედებით ელიტას“ შორის: არტისტი და მომღერალი ქალები, ბალერინები რამდენჯერმე თხოვდებოდნენ, ცოვრობდნენ ქორწინების გარეშე და მისთანანი. ამის გამო, მათაც კილავდნენ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩეულებრივ საბჭოთა ქალებს.

 

წყარო: “რუსეთის ისტორია