მე მაქვს იმედი, რომ ის შეძლებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იყოს. ჩემთვის კომპრომისია, რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა და ამაზე თვალი უნდა დავხუჭო, მაგრამ ამას ვაკეთებ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე განაცხადა.
„კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ, ეს აუცილებელია და კონსენსუსისთვის ვფიქრობ, რომ ეს კომპრომისი შესაძლებელია“, – განაცხადა სამნიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.