ლევან იოსელიანს პარლამენტში „მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის.
რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთანავე ლევან იოსელიანი ტოვებს პარტიულ და საპარლამენტო თანამდებობებს.
შესაბამისად, ვაკანტური ხდება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაც, რომელსაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში მყოფი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.
პარლამენტმა დღეს სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.