„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაიდანის რევოლუციამ უკრაინას ტერიტორიების დაკარგვა და ომი მოუტანა.
მისივე თქმით, საქართველოში რადიკალებს მსგავსი სცენარის განვითარება სურთ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და ეს არის სააკაშვილი. რაც შეეხება მაიდანს, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას: მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილი და ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში.
მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ და ეს არის იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართული ინტერესების შესაბამისად, ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.