მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: მოვუწოდებ ძალადობის შეწყვეტისკენ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ყურადღებითა და წუხილით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის შეწყვეტისკენ და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროებში ევროსაბჭოს სტანდარტების დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტთან, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღება, ხალხმა გააპროტესტა.