„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა.
ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას.
„ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტმა 7 მარტს, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი – პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო