მეუფე იაკობს უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი , მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაზე ამბობსს, რომ  სიმართლეა და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს.

ქორეპისკოპოსი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში მივიდა, თუმცა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც პატრიარქის გადაყენების საკითხზე გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის მიერ მასთან შეხვედრას შეეხება.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იმჟამინდელი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი… რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე. მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თავად ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გითხრათ იქ რაც შევამჩნიე – უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე ეს და ბატონ ვახტანგსაც. უწმინდესთან დაკავშირებით რაღაც მკითხეს და ეს მე უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.