ვიტალი კლიჩკო – მაიდანი ასე დაიწყო, ევროპას გვპირდებოდნენ, რეალობა სხვა იყო, ეს ხდება საქართველოშიც

მაიდანი ასე დაიწყო, ევროპას გვპირდებოდნენ, რეალობა სხვა იყო, ეს ხდება საქართველოშიც, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს ხალხს.

„მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმითი, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს. დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე რამ ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა თქვენი, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს ხალხს“, – განაცხადა კლიჩკომ.