იენს სტოლტენბერგი – ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ბახმუტი უახლოეს რამდენიმე დღეში შეიძლება დაეცეს

არ არის გამორიცხული, რომ ბახმუტი უახლოეს დღეებში დაეცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

“იმის, რაც რუსეთს ხარისხობრივად არ ყოფნის, რაოდენობრივად კომპენსირებას ცდილობენ. დიდი დანაკარგები განიცადეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ბახმუტი საბოლოოდ უახლოეს რამდენიმე დღეში შეიძლება დაეცეს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, თუ ეს მოხდება, ეს აუცილებლად არ ასახავს ომის გარდამტეხ მომენტს.

“ეს მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ რუსეთი სათანადოდ უნდა შევაფასოთ. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება”, – თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.