სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“  სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურზე ნატალია ბოსიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  პრეზიდენტის ალან გაგლოვის განკარგულებით  უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა.

„საზღვარზე შესაძლო ინციდენტების გაფრთხილების მიზნით, ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები“,- განაცხადა  პრესსამსახურმა.