აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვესაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
“იმედი”