რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.