ხავიერ კოლომინა: ნატო მიესალმება კანონპროექტის უპირობოდ გაწვევას

ნატო მიესალმება იმ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Twitter-ზე წერს.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს საქართველოს შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – წერს კოლომინა.