საარჩევნო კოდექსს არ დაუჭირეს მხარი და არ დაუჭერენ მხარს არაფერს დეპოლარიზაციის თემაზე. [მათთვის] პოლარიზაციის განვითარება დღის წესრიგში იყო და დღის წესრიგში დგას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავისთვის მისაღები არ არის დესტაბილიზაციის ის ხარისხი და ფორმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს. რასაკვირველია, მათ დღის წესრიგში რაიმე მუშაობა, პროცესების პოლიტიკურ კალაპოტში გადაყვანა არ არის მისაღები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ბრიუსელის დავალების შესრულებაზე მუშაობას პარლამენტი ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ განაახლებს. ქართული მხარე კომისიის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეკომენდაციებს ორ საკითხზე ელოდება. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს პროევროპული რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.