ფარვიზ შაჰბაზოვი – ვგეგმავთ ახლი კასპიური და ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მოწყობას

ახლი გეგმა არის ახლი კასპიური და ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მოწყობა, რომელიც მწვანე ენერგიას აზერბაიჯანიდან ევროპაში ჩაიტანს, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოს მეათე გლობალურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც ფარვიზ შაჰბაზოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი მუდამ იყო ენერგიის მიმწოდებელი როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე ევროპისთვის.

„პირველი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, რომლითაც პირველად მიეწოდა ენერგია ევროპას, შემდეგ სამხრეთის დერეფანი, რაც დაიწყო თბილისი-ერზერუმის მილსადენით და ახლა მის გაფართოვებაზე ვმუშაობთ. ენერგორესურსების უსაფრთხო და დაცული მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აზერბაიჯანი მუდამ დებს ინვესტიციებს, რომ ამ პროექტების რეალიზაცია მოხერხდეს. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ეს სიტუაცია აისახება ენერგიასა და სატრანსპორტო დერეფნებზეც, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს ენერგეტიკული დერეფნები გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირების, არამედ ეს უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას. ახლა ახლი გეგმა – ეს არის ახლი კასპიური და ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მოწყობა, რომელიც მწვანე ენერგიას აზერბაიჯანიდან ევროპაში ჩაიტანს. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა ფარვიზ შაჰბაზოვმა.