გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გასახდომი ჩაი შეიძინა.
“გასახდომი ჩაიც აქვს შეძენილი, ამაზე რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია? ეს, იცით, როგორ რაღაცას მაგონებს? როგორც კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობამ ბრძანა, ფსიქოლოგი ჰყავდაო, აბები შეიძინაო. თითქოს რაღაც მცდელობაა, საზოგადოება დააჯერონ, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და ეს ყველაფერი თვითმკვლელობით დაასრულა. ადამიანი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, საეჭვოა, გასახდომ ჩაის ყიდულობდეს”, – განაცხადა ადვოკატმა “აჭარის ტელევიზიასთან”.
შეგახსენებთ, 18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრი წყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა.
“ამბები”