რუსეთის სამთავრობო არხის (1 канал ) ჟურნალისტებმა თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების მიმოხილვისას საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს და ინგლისის ყოფილი პრემიერის უინსტონ ჩერჩილის სიტყვები გაიხსენეს.
ტელეწამყვანებმა ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი : “თუ ქვეყანა, ომსა და სირცხვილს შორის ირჩევს სირცხვილს, ის იღებს ომსაც და სირცხვილსაც” საქართველოს დაუკავშირეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ , სწორედ ეს მეორე აირჩია- ის მიიღებს სირცხვილსაც და ომსაც.