საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ – იტალიის ელჩი

საქართველოში სიტუაციას დადებითად ვაფასებ, საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა სიტუაციის გასაკონტროლებლად, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ენრიკო ვალვომ განაცხადა.

„მე პირადად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს საქართველოში. როგორც იცით, იტალიამ საზღვარი გაუხსნა საქართველოს. თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში ჩავლენ, 14 დღის გატარება კარანტინში მოუწევთ. იგივე ხდება, როცა იტალიის მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. ვფიქრობ ჯერ ყველაფერი შესანიშნავად არაა და ეს ჯანდაცვის სიტუაციას უკავშირდება, თუმცა ნორმალიზაციის გზას ვადგავართ“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა.

 

“იმედინიუსი”