პლანეტაზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კორონავირუსისგან დამცავი საშუალებების მასიურად გამოყენება დაიწყო.
„ჩვენს ქუჩებს, პლაჟებსა და ოკეანეებს ნარჩენების ცუნამიმ გადაუარა, მათ შორისაა დამცავი პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებების ფლაკონები და კვების პროდუქტების შეფუთვები“, — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ პლანეტის პლასტიკური ნარცენებით დაბინძურება ისედაც მასშტაბური ხასიათისა იყო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ახლა კი, პირადი დაცვის ნივთებზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს მსოფლიო ოკეანის ყველაზე მასშტაბური წმენდა პლასტიკური ნარჩენებისგან. მათ 48 დღის განმავლობაში ხელთ შეაგროვეს 103 ტონა ნაგავი.
“სპუტნიკი”