ლევან ხაბეიშვილი: ბრძოლა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება, მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები

ბრძოლა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება, მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება. კონსულტაციებს გავივლით ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, ეს ქვეყანა და ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და უახლოეს დღეებში კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოვახსენებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.