აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნის დაწყებამდე, ფხენიანმა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები გაუშვა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნის დაწყებამდე, ფხენიანმა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები გაუშვა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტები წყალქვეშა ნავიდან ისროლეს. როგორც ცნობილია, სამხედროებმა წყალქვეშა ქვედანაყოფის შეტევითი ოპერაციები გამოცადეს. დღეს სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები 11-დღიან სამხედრო სწავლებას დაიწყებენ, რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება.