ჩაურიცხა თუ არა თანხა ანგარიშზე კეზერაშვილის ცოლის ძმამ თსუ-ში მომხდარი პროტესტის მონაწილე სტუდენტს

ჩაურიცხა თუ არა თანხა ანგარიშზე კეზერაშვილის ცოლის ძმამ თსუ-ში მომხდარი პროტესტის მონაწილე სტუდენტს, დავით ჩხობაძეს – „ქრონიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის დეტალების გარკვევას ცდილობს.

პროტესტის აქტიური მონაწილე დავით ჩხობაძე, რომელიც ორგანიზაცია „ნაბიჯის“ დამფუძნებელია გზავნილის დამადასტურებელი ტრანზაქციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

მისი თქმით, არ აქვს ვალდებულება საკუთარი გზავნილები და საბანკო ტრანზაქციები გაასაჯაროოს.

როგორც ცნობილია, სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ლექტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი აუდიტორიიდან გააძევა და სირცხვილის დერეფანი მოუწყო. ახალგაზრდების ჯგუფი პროფესორს პრორუსად მოიხსენიებდა.