„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უყრაინული მხრიდან.
„სამწუხაროდ უკრაინის მხრიდან, საზოგადოებას არ ვგულისხმობ, ხელისუფლებას ვგულისხობ ძირითადად, არის ხოლმე პროვოკაციული განცხადებები, მათ შორის ასეთი ტიპის განცხადებები, რომ თითქოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის აქ [საქართველოში] რუსეთისას, რაღაც საფრთხე ემუქრება, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ყველა მხრიდან არის პირდაპირი შეტევა, რომ როგორმე აქ მოახდინონ არეულობა და მეორე ფრონტი. ამას ისინი ვერ აღწევენ და ამიტომ არის ასეთი ტიპის პროვოკაციები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
უყრაინული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები რუსები ამბობენ, რომ მათ ავიწროებენ და რუსული დანაყოფების შემოყვანას ითხოვენ.