ასეთ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი” გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს
გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, 2021 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის მოტივით ჩადენილი 10 530 დანაშაულის მსხვერპლი 12411 ადამიანი გახდა. ასეთი ტიპის დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა საერთო რაოდენობაში განსაცვიფრებლად დიდი ხვედრით წილი (64,5%) აქვს დანაშაულს, დაკავშირებულს ეთნიკურ ან რასობრივ წარმომავლობასთან.
სექსუალური ორიენტაციის გამო თავდასხმის მსხვერპლთა წილი 15,9% შეადგენს. თითქმის ამდენივეა (14,1%) იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც რელიგიის გამო გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს თქმით, 310 შემთხვევაში ინციდენტი რამდენიმე სახის სიძულვილით ერთად იყო მოტივირებული.
სიძულვილის მოტივით პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულების 43% დაშინებად კვალიფიცირდება, 35,5% მარტივ თავდასხმად, 20% კი მძიმე თავდასხმად. დანარჩენი შემთხვევები მოიცავს გაუპატიურებებს და მკვლელობებს.
გამოძიების ფედერალური ბიურო აღნიშნავს, რომ სიძულვილის მოტივით საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი ჩადენილი 3 817 დანაშაულიდან 71% კვალიფიცირდება როგორც განადგურების, დაზიანების და ვანდალიზმის აქტი.