ევროპარლამენტარი – საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბარიც კი შეუძლებელი იქნება, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი

ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, რომ საქართველოს სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბარიც კი არ იქნება, თუ სააკაშვილი არ იქნება ცოცხალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: “პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“.

მისი თქმით, „ეს ძალიან მკაფიო გზავნილი ახლავე უნდა გაიგზავნოს, ვიდრე გვიან არ არის.“