ჩვენ არ დავუშვებთ ომით გადაღლას და ვიქნებით უყრაინის გვერდით მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ნდობა არ შეიძლება.
„ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე ეს განვაცხადეთ. სასურველია ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ამ ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც. ჩვენ ვართ ერთიანი, მკაფიო და მტკიცე, როგორც გლობალური საზოგადოება რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. ჩვენ არ დავუშვებთ ომით გადაღლას და ვიქნებით უკრაინის გვერდით მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ეს მხარდაჭერა ეხება ფინანსურ, სამხედრო, ლოჯისტიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მიმართულებებს, ისევე როგორც უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მეცოლამ.