მთავრობის დამხობის ბოღმით აღვსებულმა საქართველოს მტრებმა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძლაში კვლავ ევროპარლამენტარები ჩართეს

სრულად გთავაზობთ სააგენტო თბილისი 24-ის სარედაქციო სტატიას:

მთავრობის დამხობის ბოღმით აღვსებულმა საქართველოს მტრებმა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძლაში კვლავ ევროპარლამენტარები ჩართეს.

ისინი შეთანხმებით, სინქრონულად, ფაქტობრივად ნაცური ლექსიკით და აბსურდული მოტივაციით უტევენ და ცილისწამებენ ღარიბაშვილის მთავრობას.

“რაც არ უნდა ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის ეს მიზეზია, რომ არასამართლიანობაში დაგვადანაშაულოს ან მიზეზია მთავრობის სხვა წევრებისთვის, რომ პერსონალურად დაგვესხან თავს.
საშინელი ბრალდებებია, როგორ შეუძლია ოპოზიციას ადამიანი მოკლას მხოლოდ იმისთვის, რომ ქაოსი გამოიწვიოს?
ასე რომ, თუ გინდათ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ არა მგონია, რომ შევთანხმდეთ.
“აირჩიეთ ვის მხარეს ხართ, ან არჩევანი აღარ ვიქნებით”, – მიმართა ჩეხეთის “პირატული პარტიის” წევრმა და ევროპარლამენტარმა სუპერმარკეტა გრეგოროვამ საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
მანამდე კი, ნაც.სეტის ახალ თოჯინას ქურქუმალ – ვაითს 9 აპრილს დაგეგმილი აქვს აქცია სახელით “საქართველოს ვერ გაარუსებენ“. აქციის მთავარი მოტივია “ხელისუფლების ი ძ უ ლ ე ბ ა ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად”.