ჩინეთი, რუსეთი და ირანი ომანის ყურეში სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
„რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა ქვეყნების სამხედროებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ჩინეთის, ირანის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საზღვაო ძალები მარტიდან ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი-2023“-ს ჩაატარებენ“, – აღნიშნულია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წვრთნები 15-იდან 19-მდე გაგრძელდება.
სამმა ქვეყანამ მსგავსი ტიპის წვრთნები აქამდე 2019 და 2022 წლებშიც გამართა.