ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?!

“ეკა, მე მგონი ცუდად ხარ, იცი?! იმიტომ რომ მიკროფონი ჩართულ მაქვს დ ვლაპარაკობ. ვაიმე ნუ ნერვიულობ ქალბატონო ეკა, ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა” – ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ხალხის ძალის” წარმომადგენელს ეკა სეფაშვილს.

ხათუნა სამნიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა დაასრულონ ქვეყანაში პოლარიზაცია.