აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას არ შეუძლია ამერიკელების უბედურებისგან დაცვა.
„დონალდ ტრამპი ნამდვილი გამოცდის წინაშე დგას და მან ამ გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. ეს არის პრეზიდენტობის მთავარი გამყოფი ხაზი: ქვეყანაზე ზრუნვა და არა მხოლოდ ხელახალი არჩევის პერსპექტივები”, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს კორონავირუსის პანდემიის დამარცხება არ შეუძლია.
„მან დაამტკიცა, რომ მას არ შეუძლია პანდემიის დამარცხება და ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4.2 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.
“იმედი”