ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზების მიზნით უყრაინული მხარე ჩინეთთან დისკუსიას აწარმოებს, – ამის შესახებ უყრაინელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა.
წყაროს ცნობით, მხარეები უყრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ პეკინის წინადადებას განიხილავენ.
შეგახსენებთ, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გუშინ, პირისპირ შეხვედრის დროს უყრაინის საკითხზე „აზრთა ღრმა გაცვლა-გამოცვლა“ ჰქონდათ.