„ქოცთა ბოლო ჟამის ვარამისა და ისტერიკის მოწმენი ვართ ყველანი“ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„გვიან გავიღვიძე. ჩავრთე ტელევიზორი და ჩვენი საინფორმაციო ყვება რაღაც სასწაულ კინოს.

სოზარამ ხათუნა სამნიძეს და ტარიელ ნაკაიძეს თურქეთის აგენტები ეძახაო, ჩუმად, ისე რომ ყველას არ გაეგო, უკნიდან ეძახდაო.

ვიქტორ ჯაფარიძემ დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი მოგლიჯა და ნაკაიძეს ჩაატყაო, დეპუტატმა მგალობლიშვილმა ასევე მიგლიჯა მიკროფონი და დაუშინა ასევე ტარიელ ნაკაიძესო გეუბნებით მე თქვენ, ქოცთა ბოლო ჟამის ვარამისა და ისტერიკის მოწმენი ვართ ყველანი“