სალომე სამადაშვილი – ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, პარლამენტშიც და როცა საჭიროა ქუჩაშიც

პარლამენტი პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვანი ველია და თუ ბოიკოტი კონკრეტულ ამოცანას არ ემსახურება, რომლის განხორციელების მიღწევაც არის შესაძლებელი ბოიკოტის გზით, ბოიკოტი და პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმა ბრძოლის ველიდან გაქცევაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ყველგან უნდა იბრძოლონ.

„მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, პარლამენტშიც და, როცა საჭიროა, ქუჩაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც. გადამწყვეტ მოვლენებში ბრძოლის ველიდან არავინ უნდა მიდიოდეს. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად ყველგან უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.