ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვაზე მივა, ხოლო გადაწყვეტილებას მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიხედვით მიიღებს.
„ჩვენ ღიად გვითხრეს, რომ სისტემური მიდგომა იყო უმჯობესი ამ შემთხვევაში და უკრაინის მოდელის პირდაპირი გადმოტანა არ ხსნიდა იმ პრობლემას, რაც ოლიგარქიზაციის კონტექსტში ქვეყანას ჰქონდა, იმავდროულად, ჩვენ გვითხრეს, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა, რომელიც ამ კანონით არის, ადამიანის უფლებების კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს. კომიტეტზე მივალ აუცილებლად. იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, შეესაბამება თუ არა ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მივიღებ გადაწყვეტილებას მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება. პროექტი მეორე მოსმენაზე უკვე დააბრუნეს და ახლა დოკუმენტში ცვლილებები შევა. პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებს გეგმავს.