ამ რთულ პერიოდში აღმოაჩინო რამე კარგი, ძნელია.თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები, როდესაც რუსთავის მერიის მიერ გაწეულ სამუშაოებს ნახავ.
ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგია, რომლითაც დედაქალაქი და რუსთავი ერთმანეთთან ინტეგრირდება და 64-მილიონიანი ინვესტიცია მოემსახურება ერთ დროს მკვდარი სამრეწველო ქალაქის – რუსთავის აღმშენებლობას. ამიტომ ნაც-მოძრაობის პროვოკატორების მხრიდან რუსთავის მერისთვის ხელის შეშლა მორიგი პარაზიტობაა და ნათლად აჩვენებს მათ დესტრუქციულ ბუნებას. კარგს კარგი უნდა უწოდო, ცუდს ცუდი და საქმის კეთებას ხელი არ უნდა შეუშალო.
სანდრო ბრეგაძე