სი ძინპინი: “დგება ისეთი ცვლილებების დრო, რომელთაც ადგილი არ ჰქონიათ ბოლო ასი წლის განმავლობაში”

განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენდი ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სი ძინპინის ყველა განცხადებას მისი მოსკოვური ვიზიტის ფარგლებში. გაგიმხელთ, რომ მთლიანად პოზიტიური შთაბეჭდილების ფონზე, გარკვეული დეჟავიუს გრძნობაც დამეუფლა.

და თუ ვიმსჯელებთ ოკეანის გადაღმა ისტერიული რეაქციით, დასავლეთი ამავე გრძნობამ მოიცვა.

აი, მაგალითად, რა თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ:

„იქ, სადაც ისინი [რუსეთი და ჩინეთი] ერთმანეთთან იკვეთებიან, ხდება ზეწოლა შეერთებულ შტატებზე და ჩვენს გავლენაზე მთელ მსოფლიოში. სადაც ისინი იკვეთებიან, წინააღმდეგობა ხვდება მას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს”.

მან დასძინა, რომ ჩინეთს და რუსეთს სურთ შეცვალონ ეს წესები და ერთმანეთს განიხილავენ, როგორც სასარგებლო დანამატს ამ მიზნების მისაღწევად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები იმიტომ კი არ ანადგურებდნენ “დაწყევლილ კომუნისტებს” ამდენი წლის მანძილზე, რომ ისინი კვლავ გამოჩენილიყვნენ თავიანთი წითელი ბანერებით, ახალ ინკარნაციაში.

რუსეთ-ჩინეთის ალიანსის აშკარა ეკონომიკური და სტრატეგიული გაძლიერების გარდა, ამხანაგმა სიმ ვაშინგტონის სალონის მცხოვრებთ თანაბრად, თუ არა მეტად, უსიამოვნო პრობლემა მოუტანა: მან მსოფლიოს გააცნო იდეა. და ეს იდეა, რბილად რომ ვთქვათ, არ ჟღერს დასავლურ პრიორიტეტებთან უნისონში.

თუ ყურადღებით წაიკითხავთ სი ძინპინის მიერ “როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს, შეამჩნევთ წითელი ზოლით გავლებულ ქვეტექსტს:

ჩინეთი და რუსეთი, როგორც თანამგზავრები განვითარებასა და აღორძინებაში, ამიერიდან უფრო დიდ წვლილს შეიტანენ კაცობრიობის ცივილიზაციის წინსვლაში.

კოსმოსი, მეცნიერება, პროგრესი, კულტურა, სულიერება. და მთავარია არა გამოყოფა და დაყოფა მეგობრებად და მტრებად, რომლითაც დასავლეთი გამუდმებით სცოდავს, არამედ გზა  გაერთიანებისკენ უნივერსალური ღირებულებების საფუძველზე, იმის გაგების აუცილებლობა, რომ ჩვენ ყველანი ამ პლანეტაზე, ძალიან მჭიდროდ ვართ ურთიერთდაკავშირებულნი და არ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ დანაწევრებულად და დესტრუქციულად.

ახლა კი რუსეთი და ჩინეთი არიან ამ ფასეულობებისა და მისწრაფებების გარანტი, სტაბილურობის საყრდენი და მატარებლები. ასე რომ, შემოგვიერთდით, ამხანაგებო, არავინ არ აპირებს თქვენთვის რაიმე „დემოკრატიის“ დანერგვას და თავსმოხვევას. იცხოვრეთ და განვითარდით. ასე და ამრიგად.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყოველივე ეს ვაშინგტონის 80 წელს გადაცილებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ტვინების დაძაბვას გამოიწვევს. ისინი მოიგონებენ, რომ მსგავსი რამ მათ უკვე უნახავთ, უკვე გაუვლიათ.

ერთადერთი განსხვავება წარსულთან ისაა, რომ ჩინეთმა, თავისთვის დამახასიათებელი გააზრებულობითა და სკრუპულოზობით შეისწავლა საბჭოთა კავშირის ყველა შეცდომა და ააშენა ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე სისტემა. და ამ სისტემას არ სჭირდება მსოფლიო რევოლუცია – მისთვის ბევრად უფრო სასურველია ევოლუცია და ბუნებრივი კონსოლიდაცია, დაფუძნებული უნივერსალურსა და ყველასთვის გასაგებზე.

ასეთი იდეა ბევრად უფრო მიმზიდველია მსოფლიო საზოგადოებისთვის, ვიდრე 3000 გენდერი, ცალმხრივად დაწესებული პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკური მონობა პრივილეგირებული უმცირესობის გულისთვის. და ის ასევე ბევრად უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს გაუმაძღარი დასავლური ელიტებისთვის, ვიდრე ღია შეიარაღებული კონფლიქტები. უფრო სწორად, ახალი მსოფლიო წესრიგის იდეაც კი, პირიქით, ამცირებს შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობას, რომლებიც გაუმაძღარი ამერიკისთვის შემოსავლის უზარმაზარი წყაროსა და მანიპულირების მეთოდს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, ახალი მსოფლიო წესრიგი გულისხმობს მესამე სამყაროს ქვეყნების უფრო დიდ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლებიც უწინ ამერიკის მსუყე ლუკმად განიხილებოდნენ.

ზოგადად, დასავლეთი საკმაოდ ძლიერად შეშფოთდა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს. პროცესი დაიწყო. და ეს პროცესი რუსეთმა წამოიწყო, როდესაც არ შეუშინდა, შებრძოლებოდა დასავლეთს.

იდეა არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შექმნისთვის, ასევე განადგურებისთვის. ხოლო ძალით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა და რესურსებით გამყარებული იდეის ენერგია და გავლენა მნიშვნელოვნად იზრდება. ასე რომ, დასავლეთში ატეხილი ისტერიკა სავსებით გასაგებია.

როგორც ამხანაგმა სიმ უთხრა პრეზიდენტ პუტინს მოსკოვიდან წასვლისას: ”დგება ისეთი ცვლილებების დრო, რომელთაც ადგილი არ ჰქონიათ ბოლო ასი წლის განმავლობაში… და ჩვენ ერთად ვახორციელებთ ამ ცვლილებებს.”

მართლაც რომ საინტერესო დროში ვცხოვრობთ…

 

RT – Newsfront