მსოფლიო ბანკი – უყრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უყრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უყრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უყრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.

შეფასების თანახმად, რუსეთ-უყრაინის ომმა, 7.1 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და 15-წლიანი განვითარების პროგრესი უკან დახია.

„ეს გამაფრთხილებელი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს განადგურების მასშტაბებს და საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ საჭიროებას“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდემ.