უყრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნება. შესაბამის შეთანხმებას უყრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა და ჰააგის სასამართლოს მდივანმა პიტერ ლიუისმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას უყრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
„ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა წონიანი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებში ყველა დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცემა“, – განაცხადა კოსტინმა.
უყრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი მსოფლიოს განვითარებას.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.