ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა და ნატოსა და ასპირანტს შორის ურთიერთობების ყველა მიმართულება განიხილა.

კომისიაზე წარადგინეს წლიური ეროვნული პროგრამა, რომლითაც განისაზღვრა 2023 წელს გადასადგმელი ნაბიჯები.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყველა პარტნიორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.