ხმაური ზუგდიდის მერიაში

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის მერიაში. ადგილობრივი ბიზნესმენი მანანა მიქავა მხარდამჭერებთან ერთად მერიის შენობაში იმყოფება და მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან შეხვედრას ითხოვს. მიქავა ამტკიცებს, რომ მას მიწა უკანონოდ ჩამოართვეს და ყალბი დოკუმენტების საშუალებით ამ დრომდე არ უბრუნებენ. დოკუმენტების გაყალბებაში ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს და მერის დაკავებას მოითხოვს.

მანანა მიქავა დახმარებას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს. მიქავა და მისი მხარდამჭერები შენობაში არიან და ცდილობენ, მოქალაქეები არ შეუშვან.

ადმინისტრაციულ შენობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშიას ნაპირთან მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით გადაეცა და მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. ვალდებულებები ვერ შესრულდა ვერც დამატებითი ვადის მიცემის შემდეგ. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

 

“კურიერი”