უყრაინელებს შესაძლოა, გარკვეული ტერიტორიის დაბრუნება დიპლომატიის დახმარებით მოუწიოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უყრაინულმა ძალებმა შესაძლოა, დაიბრუნონ საკუთარი ქვეყნის ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია.
„ვფიქრობ, უკრაინაში არის ტერიტორია, რომლისთვისაც უკრაინელებს გადაწყვეტილი აქვთ ომი ბრძოლის ველზე. შესაძლოა, არის ტერიტორია, რომელზეც გადაწყვეტენ, რომ სხვა გზით უნდა ეცადონ მის დაბრუნებას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს უნდა იყოს უკრაინის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, როგორ უნდათ დაინახონ თავიანთი მომავალი და როგორ უკავშირდება ის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას“.